27 ივლისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +15 +20°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +10, +15°,  დღისით +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +24, +29°; მაღალმთაში ღამით +11, +16°, დღისით  +18, +23°.