24 თებერვალს დიდი მარხვის მოსამზადებელი -შენდობის კვირა, ყველიერი იწყება.

დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან.

მისი შესრულებით ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირის შემდეგ მოდის დიდი მარხვის წინა კვირა, რომელსაც ყველიერის კვირა ეწოდება.

როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის.

ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება.

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას.

ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.