1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7578 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7578 ლარი ეღირება, ევრო – 2.7076 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1174 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7569 ლარი ღირდა, ევრო – 2.6849 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0618 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 ოქტომბრისთვის ამოქმედდება.