თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი 105 მილიონ ლარამდე გაიზარდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 104 მილიონ 845 ათას 6 ათასი ლარით გაიზარდა და 1 მილიარდ  559 მილიონ 866 ათას 6 ათას ლარი შეადგინა.

 

მისივე თქმით, ქალაქში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. განცხადებები ამის შესახებ ნიკო კახეთელიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ ქალაქში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გაკრიტიკების პასუხად გააკეთა.

საკრებულოს წევრის თქმით, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში „თბილქალაქპროექტი“ საერთოდ გააუქმა და ყველა ტექნიკური დოკუმენტაცია რაც ამ შენობაში არსებობდა დაწვა.

„დღეს როდესაც რომელიმე ობიექტის გაკეთებას ვიწყებთ, განსაკუთრებით ეს კომუნიკაციებს ეხება, ექსპერტების გათვლის მიუხედავად ყოველთვის გვხვდება ისეთი დეტალები რომელთა გათვალისწინება შეუძლებელია, ზუსტად იმის გამო, რომ დაწვეს და გაანადგურეს მთელი დოკუმენტაცია რომელსაც 50 და 100 წლის განმავლობაში ქმნიდა ქართული საინჟინრო ტვინი“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნიკო კახეთელიძემ აღნიშნა ასევე, რომ თავის დროზე, საბურთალო – გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზას, ქალაქის მაშინდელი არქიტექტურის სამსახურის დასკვნა არ ჰქონდა.

„აღარ ვლაპარაკობ სხვა კვლევებზე და შედეგიც შესაბამისი დადგა. მომხდარმა ტრაგედიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.