1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7089 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.73 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7089 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.88 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7880 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.