აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს ან ექნება კარგი შეთანხმება ირანთან, ან თეირანთან „სხვაგვარად” მოუწევთ გამკლავება.
მისივე თქმით, ირანთან დაკავშრებით შესაძლო ალტერნატივების შესწავლამდე აშშ დიპლომატიას წარმატების ყველა შანსს მისცემს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან აშშ-ისთვის არახელსაყრელ შეთანხმებას არ დადებს.
„ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. როგორც ვთქვი, გუშინ ღამით ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა, რაღაც სიახლე გვქონოდა. შესაძლოა, ეს დღესაც მოხდეს. პრეზიდენტი ტრამპი ცუდ შეთანხმებას არ დადებს. უბრალოდ არ დადებს. ამ საკითხს არავინ უდგება ისე, როგორც პრეზიდენტი ტრამპი და არავინ არ არის უფრო სერიოზული ირანის ბირთვული საფრთხის მიმართ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ან კარგი შეთანხმება გვექნება, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება. ჩვენ გვირჩევნია კარგი შეთანხმება გვქონდეს”, – განაცხადა მარკო რუბიომ.

