“დონალდ ტრამპმა პატივი მიაგო ლინდსი გრემს, შეხვდა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ვოლოდიმირ ზელენსკის. შედეგი ოპტიმისტურია”-Politico

„სამშაბათს, 28 ივლისს, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ. მათი საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, დახურული რეჟიმით, ჟურნალისტების გარეშე”, – იუწყება “პოლიტიკო” (Politico) სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპმა პატივი მიაგო ლინდსი გრემს, შეხვდა ბენიამინ ნეთანიაჰუს და ვოლოდიმირ ზელენსკის. შედეგი ოპტიმისტურია“ (ავტორები – ფელიცია შვარცი, მეგან მესერლი და ვერონიკა მელკოზეროვა).

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღო, რაც ვაშინგტონში შეფასდა როგორც ღირსეული პატივისცემა სენატორისადმი, რომელიც ორივე ქვეყნის – უკრაინის და ისრაელის – მტკიცე მოკავშირე და მათი დამცველი იყო. როგორც ჩანს, ორივე შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ყველა კმაყოფილი დარჩა.

 

როგორც სამივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, შეხვედრები რაიმე აშკარა სირთულეებისა და ინციდენტების გარეშე ჩატარდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა იმსჯელეს კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლების სამომავლო ჩასვლაზე, აგრეთვე უკრაინისათვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე.

 

„[ლინდსი გრემი], ალბათ, კმაყოფილი იქნებოდა, რომ მისი დაკრძალვა მნიშვნელოვანი უმაღლესი დონის შეხვედრების საბაბი გახდა ორ მსხვილ საერთაშორისო კრიზისთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დენიელ შაპირომ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ისრაელში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, – „იგი, ალბათ, იმ ქვეყნიდან კეთილი ღიმილით გვიყურებს“.

 

ისრაელელემა ერთ-ერტმა მაღალჩინოსანმა, რომელიც თან ახლდა ბენიამინ ნეთანიაჰუს, ანონიმურად განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ბევრი საკითხი განიხილეს ირანტან მიმართებით: „ორივე მხარემ დაადასტურა პოზიცია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს… შეხვედრამ კარგად ჩაიარა“.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიც ასევე ოპტიმისტურად იყო განწყობილი დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ. განსაკუთრებით იმით, რომ წინ მიდის „პეტრიოტის“ ლიცენზიის გადაცემის საკითხი. რაც შეეხება კიევში ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის სამომავლო ვიზიტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა: „ძალიან კარგია, რომ დიპლომატიური პროცესი გააქტიურდა“, – აღნიშნა მან სოციალურ ქსელში.

 

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და ისრაელის ლიდერებს ესაუბრა“, – დაწერა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივითმა „იქს-ქსელში, – „ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო“.

 

ფოტოსურათების მიხედვით, ორივე შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მხოლოდ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაში მონაწილეობდა – ალბათ იმიტომ, რომ მას უკრაინის მიმართ აზრი არ შეუცვლია – ლინდსი გრემის დაკრძალვის დროს ჯეიმს ვენსმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ მას და სენატორს ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდათ უკრაინისადმი დახმარების თაობაზე.

 

ხელს შეუწყობს თუ არა ეს ორი შეხვედრა თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტების შეწყვეტას, ამას დრო გვაჩვენებს. მართალია, მიმდინარე წელს უკრაინელებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს რუსებთან ომში, მაგრამ მათ ამერიკული რესურსები ჰაერივით ჭირდებათ. რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიაჰუს, დონალდ ტრამპი ხედავს, რომ ისრაელის ლიდერი ლიბანში სულ უფრო აგრესიულად მოქმედებს და ეს ხდება იმ დროს, როცა თეთრი სახლი ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტას ცდილობს.

 

დონალდ ტრამპის მოკავშირეები „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (MAGA) საფუძველზე, რომლებსაც ორივე ომში აშშ-ის მონაწილეობის შეწყვეტა სურთ, შეშფოთდნენ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტამდელი  განცხადებით, რომ  იგი შეძლებს დონალდ ტრამპის დარწმუნებას ირანთან ომი გააფართოვოს.

 

„თუ აშშ ირანთან ომს გააგრძელებს და უკრაინისადმი დახმარებას გააღრმავებს, ჩემთვის ეს პრეზიდენტის მხრიდან MAGA-ს იდეებისადმი საბოლოო ღალატი იქნება… ისინი ერთად მოქმედებენ… განა ამისთვის ვიბრძოდით თავდაპირველად? მე ასე არ ვფიქრობ“, – ანონიმურად განაცხადა ჩინოვნიკმა, რომელიც ახლოს დგას თეთრ სახლთან, – „უცნაურია, მაგრამ შექმნილი სიტუაცია თითქოს მიანიშნებს, რომ ისინი [გრემის პოზიციას] იზიარებენ“.

 

წყარო: