კიევის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ერმაკს გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა.
გირაოს თანხა შეადგენს 140 მილიონ გრივნას (3,2 მილიონ დოლარს). ერმაკმა განაცხადა, რომ ამ რაოდენობის თანხა არ აქვს.
ანდრეი ერმაკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ადვოკატი მის მეგობრებსა და ნაცნობებს გაესაუბრება.
გირაოს გადახდის შემთხვევაში ერმაკი ვალდებული იქნება, არ დატოვოს კიევი, ჩააბაროს უცხოური პასპორტები და თავი შეიკავოს ამ საქმეში ფიგურანტ რამდენიმე პირთან კომუნიკაციისგან, მათ შორის ტიმურ მინდიჩთან, ყოფილ ვიცე-პრემიერთან, ალექსეი ჩერნიშოვთან და მკითხავ ვერონიკა ანიკეევასთან.
ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია.
ერმაკი ფიგურირებს საქმეში, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური კომპლექსის, „დინასტიის” მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის (10 მილიონი დოლარის) გათეთრებას ეხება. ერმაკმა დანაშაული არ აღიარა. ანდრეი ერმაკის ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიცია მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.

