უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

„დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, - ნათქვამია 2026 წლის 26 იანვრით დათარიღებულ განკარგულებაში.