ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ლაშა ფურცხვანიძე და გიგა გიგაშვილი ამ დრომდე გამოკითხვაზე არია

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გამოკითხვები პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება.

სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის, კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი, რომელმაც გუშინ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომპანიის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარზე პირადად არის პასუხისმგებელი.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მოთამაშე მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შს სამინისტრო მომხდარს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით იძიებს.