თებერვალში რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების რაოდენობა უკვე 3,5 მილიონს აჭარბებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, უწყების თქმით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, მინიმუმ 140 000 საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა ან დაზიანდა.
როგორც ცნობილია, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.