“უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სომხური წარმოების ნაღმებია ნაპოვნი”- რას წერს სამხედრო ექსპერტი

უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის დროს, სომხური წარმოების E-001 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია ნაპოვნი.

ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრე კოვალენკო ტელეგრამში წერს.

მისი თქმით, მსგავსი ნაღმები ყარაბაღში უნახავს.

„მაგრამ ჯერ არ ვიჩქარებდი დასკვნების გამოტანას. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამ ნაღმებიდან რამდენი გამოიყენეს რუსმა ოკუპანტებმა და საერთოდ, როგორ მოხვდა მათთან. მიწოდება, შესაძლოა ერთჯერადი ყოფილიყო, კონტრაბანდული”,-დაწერა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ყირიმში სომხური დიასპორის წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ოკუპანტებთან.

“ყირიმის მოხალისეთა კავშირის ხელმძღვანელი, არმენ (სამველ) მარტოიანი, 44-დღიანი ომის დროს, ყარაბაღსაც კი ეწვია და საბრძოლველად მოხალისეები გაგზავნა. შესაძლოა მიწოდების ხვრელია დამყარებული”, – განაცხადა ექსპერტმა.

წყარო