შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მიერ გამოცხადდა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის  საბოლოო შედეგები.

როგორც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში აცხადებენ, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.

გამოვლინდნენ გამარჯვებული პროექტები. საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში 4-მა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა.