შეერთებულ შტატებში პროპალესტინური აქციები გრძელდება

პროპალესტინური აქციები გრძელდება შეერთებულ შტატებში. აქციის მონაწილეებმა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, გამოსაშვები ცერემონია ჩაშალეს. აქცია პოლიციის ჩარევის შემდეგ დასრულდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა პროპალესტინური დემონსტრაცია ფლორიდის შტატშიც. აქცია ორლანდოს ერთ-ერთ პარკში ჩატარდა. მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდნენ. აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.