საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება; მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაერო-ში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციასა და მშვიდობის შენარჩუნებაში, მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში.

ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.