“სააკაშვილი არის ქართული ეროვნული ინტერესის მოწინააღმდეგე და ცდილობს, ქვეყანა არიოს” – შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი არის სრულად სხვადასხვა სპეცსამსახურების პროექტი.

„საქართველოში სააკაშვილის შემოპარვა ორგანიზებული იყო უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილის მიერ, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიდის. მაშინ, ჩვენ მტკიცებულებები და საუბრები ვნახეთ, რითაც მტკიცდებოდა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვაში. ამიტომ, პრობლემა იმაში კი არ არის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში როდის მოვა ან წავა, საქართველოს მოქალაქეობა აქვს თუ სხვა ქვეყნის, პრობლემაა იმაში, რომ ის არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა. ეს ადამიანი არის ქართული ეროვნული ინტერესის მოწინააღმდეგე და ცდილობს, ქვეყანა არიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.