Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2025/04/fdsfsdf.png): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს – დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე აწარმოოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

„ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს“,-აღნიშნა პესკოვმა.

 

შეგახსენებთ, პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრა კრემლში პარასკევს გამართეს. მას ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.