თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე  პარტიის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრის მამუკა გუგეშაშვილის მიერ  გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა .

მამუკა გუგეშაშვილის თქმით თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა   პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

უმრავლესობის წევრმა აღნიშნულ ბრალდებას უპასუხა.

„როგორ დაამთავრეთ 5 წუთში გამოძიება, როგორ იპოვეთ  დამნაშავე, როგორ  გაასამართლეთ და მოტივიც გაიგეთ.  თითქოს  არც ფაქტებს , არც ობიექტურ გარემოებას  მნიშვნელობა აღარ აქვს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.