რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის

ვერძი

ნუ იქნებით ასე თავდაჯერებული, ასჯერ გაზომეთ, რომ ერთხელ სწორად გაჭრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. გახსოვდეთ, რომ მეგობრების მოტყუებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.

კურო

მშვიდი სამუშაო დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია ურთიერთობების სერიოზული გართულება, ამიტომ ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ საკუთარ საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. თქვენი რაინდული საქციელით საყოველთაო აღფრთოვანებას გამოიწვევთ. ახალი თანამშრომლობა მოგებიან საქმიან ურთიერთობებს უკავშირდება. გირჩევთ, საქმიანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღის შემდეგ დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია გულდასმით უნდა შეისწავლოთ. დროა, ყურადღება მიაქციოთ ფიზიკურ ვარჯიშს და სპორტს. თუ სპორტულ დარბაზში მისვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე სისტემატურად ისეირნოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, სახლში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

ლომი

ამ დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. სავარაუდოდ, სახლში ბევრი გადაუდებელი სამუშაო გაქვთ. მოგიწევთ, დაუბრუნდეთ საკითხს, რომელიც უკვე მოგვარებული გეგონათ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის.

ქალწული

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. თქვენი საქმეები მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ, უმიზეზო ეჭვიანობის სცენების თავიდან ასაცილებლად საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თამამი იდეების განხორციელებისთვის. თუ არ იზარმაცებთ, შემოქმედებით წარმატებას მიაღწევთ. შესაძლოა, მოგებიანი ბიზნესი შემოგთავაზონ და უარი არ თქვათ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ, საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ღონისძიება რამდენიმე დღით გადადეთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეკონომიკურ საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ პორობლემას და გაუგებრობას აღმოფხვრის და ურთიერთობების აღდგენაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით – იზრდება საკვებით მოწამვლის და საყოფაცხოვრებო დაზიანებების რისკი. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

მერწყული

საუკეთესო დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები ყველასთვის მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოთ, რომ ინტერპრეტაციის ადგილი არ დატოვოთ. თუ გყავთ მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, გირჩევთ, სტუმრად მოიწვიოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

თევზები

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. საქმე, რომელიც მთლიანად უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, ამიტომ არც უნდა ეცადოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.