ქუთაისში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა

სპეცოპერაციაა ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი

„მძარცველია ერთი პიროვნება, 2 მილიონს ითხოვს, ეს გავიგეთ… მძევლები ჰყავთ აყვანილი. ყვითელი ლენტის იქით არ გვიშვებენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკში მოხდა. როგორც ცნობილია, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და გასროლა განახორციელა.