ოზურგეთში 23 წლის ბიჭი მოკლეს

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ანასეულის გზაზე მოხდა.

23 წლის მამაკაცი იარაღით არის მოკლული. გარდაცვლილი, რომელიც ე.წ. სტამბის ბინებში ცხოვრობდა, ციხიდან ერთი წლის გამოსული იყო.

მამაკაცი  ერთი კვირის წინ იტალიიდან ჩამოვიდა, სადაც დედასთან იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.