“პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება – მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ”- ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის  განაცხადებით  “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა.

მისი თქმით, არჩევნები, რაც ჩატარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის მისი მხარდამჭერების და ამომრჩევლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„ამ გადაწყვეტილებაზე  „ლელო“, ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას. მე ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. ამიტომ „ლელო“ ორიენტირებულია მომავალზე, საქათველოს მომავალზე, დასავლურ მომავალზე, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება არის და მომავალზე ორიენტირება არის, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას პარტიაში, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში, აი ამ მეთოდებმა გაიმარჯვა, სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირეობებსა და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.