საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად არიან ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ირაკლი კობახიძე ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა.
ამ დროისთვის კლინიკაში ორი არასრულწლოვანი იმყოფება. ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, 11 წლის ბიჭი და 4 წლამდე გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. ამასთან, დამწვრობის ცენტრში მკურნალობს აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.



