მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა.


როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.