მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე -სერგეი ლავროვი

გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სერგეი ლავროვმა ომის პროვოცირებაში კიევსა და უკრაინის დასავლელ პარტნიორებს დასდო ბრალი. ლავროვი კვლავ იმის მტკიცებას შეეცადა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარი არ უთქვამს.

„მოსკოვს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა. დიალოგის დაწყებას ხელს უშლის დეკრეტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა და რომელიც რუსეთთან დიალოგს კრძალავს. თუ შეერთებული შტატები მოლაპარაკებით რეალურად არის დაინტერესებული, მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს უკრაინას ეს დეკრეტი გააუქმებინოს“, – განაცხადა ლავროვმა.