მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა

მიშა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.

როგორც მან ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილს შესაბამისი შეთავაზებით დღეს მიმართეს, მაგრამ დღეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად გამოკვლევებზე სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გადაიყვანენ.

„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა.

მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

One Comment

  1. sklep internetowy

    Wow, awesome blog structure! How lengthy have you ever been blogging
    for? you made blogging look easy. The total glance of your website is
    magnificent, as smartly as the content material! You can see similar here e-commerce

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *