“მათ უნდა იგრძნონ, რომ მოღალატეობრივი ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება”- გიორგი მუმლაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.

მათი შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„მთავარი გზავნილია, რომ „ქართულ ოცნებას“უნდა მივაკითხოთ ყველგან, საცხოვრებელი სახლები იქნება, სამუშაო ადგილი, თუ სხვა, როგორც მდინარაძეს მივაკითხეთ და პასუხი ვაგებინეთ იმ ანტისახელმწიფოებრივი და რუსული განცხადებების გამო. მათ უნდა იგრძნონ, რომ მოღალატეობრივი ხელისუფლება დასრულდება ძალიან მალე. წერტილოვნად მივალთ ყველგან. ეს პროცესი არის მზადება დიდი და მასშტაბური, ორგანიზებული აქციისთვის, პროტესტისთვის, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში უნდა მოიტანოს გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება მიშას გათავისუფლება, რუსული რეჟიმის დამარცხება“, – აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.