„ცაჰალის“ ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ მეთაური აჰმედ სიამი, რომელსაც რანტისის საავადმყოფოში 1000-მდე ღაზელი მშვიდობიანი მოსახლე მძევლად ჰყავდა აყვანილი და ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოიერიშე თვითმფრინავმა მიიტანა იერიში ღაზაში მდება ალ-ბურაქის სკოლაზე, სადაც სიამი მის დაქვემდებარეში მყოფ მებრძოლებთან ერთად იმალებოდა.
„აჰმედ სიამი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ჰამასი“ იყენებს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად“, - აცხადებენ „ცაჰალში“.
https://twitter.com/IDFSpokesperson/status/1723280897162592452?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1723280897162592452%7Ctwgr%5E01d8d9c3fa6527cea8fcc8c513403e6a229cc8bb%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Flive-israeli%2F312979%2Ftsahali-likvidirebulia-hamasis-metauri-romelsats-rantisis-saavadmkoposhi-1000mde-gazeli-mshvidobiani-mosakhle-mdzevlad-hkavda-akvanili









