კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.

არსებული  ინფორმაციით, ცოლ-ქმარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ. ქმარმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.