ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელში ჰამასის 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელში ჰამასის 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ჰამასის 1500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს ისრაელსა და ღაზას სექტორის მიდამოებში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის მახლობლად მყოფი ისრაელის ყველა მოქალაქის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ 900 ისრაელელი დაიღუპა, მათ შორის 123 ჯარისკაცი.

ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელმაც პალესტინელებს მოუწოდა, რომ ღაზას სექტორი დატოვონ და ეგვიპტეს შეაფარონ თავი, აცხადებს, რომ რაფაჰის გადასასვლელი უკვე დაკეტილია.

„გუშინ რაფაჰის გადასასვლელი ღია იყო, ახლა კი დაკეტილია“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სამხედრო პრესსპიკერის, რიჩარდ ჰეხტის განცხადებაში.