“გირჩი” არ არის ოპოზიციური პარტია, ის “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიაა – ანა დოლიძე

“გირჩი” არ არის ჩემთვის ოპოზიციური პარტია. ის არის “ქართული ოცნების” სატელიტი პარტია, რაც დადასტურდა საპარლამენტო არჩევნებზე, – განაცხადა პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად.

“გირჩი” არ არის ჩემთვის ოპოზიციური პარტია. ის არის “ქართული ოცნების” სატელიტი პარტია, რაც დადასტურდა საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებში, კომისიების წევრებისგან. ამ პარტიის წევრები, არაერთ კომისიის სხდომაზე, მუდმივად უკეთებდნენ უმრავლესობას “ქართულ ოცნებას”. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე არნახული ღალატი ვიხილეთ ქვედა რგოლებში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.