თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან ოთარ გრიგოლიასთან და საკრებულოს წევრებთან შალვა ოგბაიძესთან და კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ეს დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა უსურვა.
„ყველა ვეტერანს ვულოცავ დღევანდელ დღეს. საქართველოს წვლილი მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებაში ძალიან დიდია და მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. დაღუპულებს რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ, იმ ვეტერანებს კი რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით არიან ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას ვუსურვებთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ კი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში შეკრებილ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელი დღე – ფაშიზმზე გამარჯვების დღე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერანს, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
Wow, incredible weblog format! How long have you been blogging for?
you make blogging glance easy. The total glance of your website is great, as well
as the content! You can see similar here najlepszy sklep