“გილოცავ, ძმა” – სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ხაბეიშვილს მისთვის უახლოეს ადამიანად მიიჩნევს. 

„გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს,“ – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.