გამოვლინდნენ 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

გამოცხადდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო   საგრანტო კონკურსის შედეგები. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 112 სამეცნიერო  პროექტი.

კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ რუსთაველის  ფონდის ვებგვერდზე https://shorturl.at/chnuS