“გაფორმდა ფემიციდი!”-ანა აბაშიძე

“მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად”- ასე   ეხმაურება  ადვოკატი და სახალხო დამცველობის კანდიდატი  დოროყაშვილი-ბასილაშვილის  საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას,   რომელმაც ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.

“გაფორმდა ფემიციდი!

მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.

თავად მოსამართლე – მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა – 0. ცოდნა – 0. ობიექტურობა – 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება.

არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას!

გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.

მადლობა პროკურორს რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა რაც სამართლიანობას სჭირდებოდა.

მადლობა ჩემ ყველა თანამშომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!!

განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!” – წერს ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.