“გადასაბუგია ეს “კაგებეშნიკური” ინსტიტუტი – ნოდარ რუხაძე საპატრიარქოზე

გადასაბუგია ეს „კაგებეშნიკური“ ინსტიტუტი, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ნოდარ რუხაძე Facebook-ზე წერს.

 

„გუშინ ცხრამუხას დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონი დააყაჩაღეს, სცემეს და გააუპატიურეს.

 

ვის ადანაშაულებს საპატრიარქო?

 

– კრიტიკულ მედიას: მთავარ არხს, ფორმულასა და ტვ პირველს.

 

5 ივლისის თანაავტორებისგან, პედოფილების მფარველებისგან, ხელისუფლებასთან შეზრდილი კრიმინალური ბანდისგან და კირილეს მეხოტბეებისგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს განცხადება დანაშაულებრივია, რადგან ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ.

გადასაბუგია ეს „კაგებეშნიკური“ ინსტიტუტი“,- წერს რუხაძე.