26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. იქნებ დროა, თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ? მით უმეტეს, რომ ამჯერად ყველაფერს სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით.

კურო

პლანეტების განლაგება გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნაში და შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანებს, რომლებთანაც ბევრი საერთო გაქვთ. გირჩევთ, საღამო სახლის გარეთ გაატაროთ და სასიამოვნო ემოციებით დატკბეთ.

ტყუპები

ამ დღეს პლანეტების განლაგება ტყუპებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. გირჩევთ, შანსი გამოიყენოთ და თუ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას გეგმავთ, დროულად იმოქმედოთ. ამ დღეს შეგიძლიათ მოგებიანი გარიგება დადოთ ან ფინანსური ოპერაციები განახორციელოთ.

კირჩხიბი

დროა, ილუზიებში ცხოვრება დაასრულოთ. თუ რეალობას თვალებში ჩახედავთ და ობიექტურ დასკვნებს გამოიტანთ, ნაყოფიერი დღე გექნებათ. გახსოვდეთ, რომ წარმატება დიდი ძალისხმევის გარეშე არ მოდის. ამისთვის ბევრი მუშაობა დაგჭირდებათ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. მარტო რომ არ დარჩეთ, ეცადეთ, მოკავშირეები იპოვოთ. საკუთარ პროექტებში ახლობელი ადამიანები ჩართეთ, რათა ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც გეგმავდით. საღამოს დიდი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ქალწული

ქალწულის ნიშნის წარმომადგენელთა პირად ურთიერთობებში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ. საპასუხოდ მისგან ისეთ ემოციებს და მადლიერებას მიიღებთ, რომ ეს დღე დიდხანს გემახსოვრებათ.

სასწორი

სასწორს ძალიან იღბლიანი დღე ელის, მაგრამ საქმე მხოლოდ გამართლებაში არაა. თუ თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ ბევრ ინფორმაციას შეაგროვებთ, ძალიან გამოგადგებათ. შესაძლოა, თქვენი რჩევა ვინმეს ძალიან გამოადგეს, ამიტომ დახმარებაზე უარს ნურავის ეტყვით.

მორიელი

ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ შაბათი დასვენების დღეა, შესაძლოა, უფროსმა სახლისთვის რამდენიმე დავალება მოგცეთ. საქმე მშვიდად და ყურადღებით უნდა აკეთოთ, რადგან აჩქარებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.

მშვილდოსანი

უცნაურია, მაგრამ ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დამყარება გიჭირთ. თქვენთვის ეს ნამდვილი განსაცდელია, რადგან, როგორც წესი, სათქმელი ყოველთვის გაქვთ. ეცადეთ, ცოტა ხნით პრობლემები დაივიწყოთ და სიჩუმით დატკბეთ. ისწავლეთ ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებლის მიღება.

თხის რქა

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ხანგრძლივ საუბრებს მოერიდოთ. ამ დღეს ზედმეტად ემოციური ხართ და თავის გაკონტროლება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ ემოციურ ფონზე ვიღაცას ისეთი რამ უთხრათ, რასაც ძალიან დიდხანს ინანებთ, ამიტომ ეცადეთ, ეს დღე სახლში გაატაროთ.

მერწყული

თუ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ, ძალიან კარგი დღე გექნებათ. გარიგების დადების ნუ შეგეშინდებათ. თუნდაც ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობდეს, ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. ამ დღეს პლანეტების კეთილგანწყობა თქვენს მხარესაა, ამიტომ ნურაფრის გეშინიათ.

თევზები

დილით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მარცხენა ფეხზე ადექით, თუმცა, შუადღემდე დადებითი ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. ასტროლოგები გირჩევენ, საქმის კეთებას მხოლოდ საუზმის შემდეგ შეუდგეთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.