ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის ნიშნად, დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს – ანრი ოხანაშვილი

მმართველ გუნდში პრეზიდენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადება შეაფასეს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პროექტი სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას და საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება და პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელის

„ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან, შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. თუ იქნება ამის საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტები წარმოდგენილი, ყურადღებით გავეცნობით. ეჭვი მაქვს იყოს ასეთი, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის ნიშნად, დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პრეზიდენტმა კანონს მოსმენების შესახებ ვეტო დაადო.