ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის – ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. პირიქით, ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

„ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად,“ – აცხადებს ბორელი.