ბულგარეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ბულგარეთმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. გადაწყვეტილებას 134-მა ბულგარელმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 25.

 მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ნოემბრის ბოლო შაბათი დაწესდა

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი რეზოლუციის მიღებას Twitter-ზე გამოეხმაურა ბულგარეთის პარლამენტს მადლობა გადაუხადა.

მანამდე ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ და ევროპარლამენტმა აღიარეს.

ჰოლოდომორი – მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში – გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი, ზუსტი რიცხვი უცნობია.

ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.