ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში, ზაფხულის მეორე ტესტმატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართა და ანგარიშით 22:7 დაამარცხა.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

თამაში ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დამთავრდა – 22:7 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.

ანგარიში 11-ე წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასხვა მოჰყვა – 12:0.

რამდენიმე წუთში ამერიკელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 12:7 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 46-ე წუთზე ნინიაშვილის ლელოს მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვა დაემატა. მე-60 წუთზე ამ უკანასკნელმა პენალტით ჩვენი ნაკრებს ქულები კიდევ შესძინა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენ სტუმრებს ქულები აღარ მოუპოვებიათ და მატჩი 22:7 დასრულდა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ გამარჯვება ბორჯღალოსნებმა იზეიმეს.