უეფას სუპერთასის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა

უეფას სუპერთასის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა.

ინგლისური კლუბი ტიტულისთვის ესპანურ „სევილიას“ შეებრძოლა. ანგარიში 25-ე წუთზე ევროპის ლიგის გამარჯვებულებმა გახსნეს, თუმცა ინგლისელებმა ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში კოულ პალმერის გოლით გაათანაბრეს.

გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. ნემანიამ გუდელის მიერ დარტყმული ბოლო, მეათე 11-მეტრიანი არაზუსტი აღმოჩნდა. შედეგად, „სიტიმ“ სერია 5:4 მოიგო. კლუბმა სუპერთასი პირველად მოიგო.

უეფას სუპერთასი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს შორის თამაშდება.