” ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი”- რატი ბრეგაძე

ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ასევე, ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კრიტიკულ შესწორებაზე დასმულ კითხვას.

 

მისი თქმით, თუ ვინმე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ცდილობს ევროპარლამენტს თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას მოსთხოვოს სანქციების დაწესება, ამისთვის კონკრეტული ფაქტები უნდა ჰქონდეს.

 

„პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის და ფაქტების მოყვანა.

 

ნებისმიერ ადამიანს გამოხატვის თავისუფლება აქვს. ბევრი რაიმე შეიძლება თქვას, როგორც ევროპაში ასევე, საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესაბამისი მტკიცებულებები ესაჭიროება, უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებლობაზე“,-განაცხადა ბრეგაძემ.