არ მგონია ამ ისტერიკიდან გამოვიდნენ, რომელიც დაემართათ მას შემდეგ, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო – გია ვოლსკი

არ მგონია ამ ისტერიკიდან გამოვიდნენ, რომელიც დაემართათ მას შემდეგ, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო. დღეს მთელი ძალები და მთელი პროპაგანდა მიმართულია იმ ნარატივისკენ, რომ „ხალხმა მიიღო და მთავრობას არ ეკუთვნოდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.

„ხალხის არჩეულია მთავრობა და ის ამოცანები, რაც ხალხმა დაუსახა, რა პროგრამაც ხალხს შესთავაზა მთავრობამ, ის ამოცანები სრულდება. ძალიან პრიმიტიული ფორმულაა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ იმდენად უსუსურია ეს სიბრაზე და აღშფოთება, რომ ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობაც. საერთაშორისო დონეზეც უნდათ გაიტანონ რაღაც გაურკვეველი ფორმულები, რომელიც დამაზიანებელია, თუმცა იქაც ყველაფერი გარკვეულია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხუთი კვირა რჩება.