ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადელ ხალხს თანადგომას უცხადებს.

ზურაბიშვილი კანადაში ძლიერი ხანძრების შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

„გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი.

კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.