ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუკ სტატუსს ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და მომავალშიც იპარტნიორებს.
ქართველიშვილის თქმით, ჯერჯერობით ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს.
„შეცვალა თუ არა დავით კეზერაშვილმა ამ ეტაპზე სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ჩვენი ცხინვალელი სეპარატისტების დიდი მეგობარი და მფარველი, ლЯკას დამფინანსებელი, ვალერი აბისალოს ძე გერგიევი დადასტურებით უცნობია. ჯერჯერობით ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს,“ – დავით წერს ქართველიშვილი.