“ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ქვეყანა ზაფხულობით ”სამ ვეშაპზე” დგას: მაშველებზე, მეხანძრეებზე, ექიმებზე, წერს სოციალურ ქსელში “ჯორჯიან თაიმსის” მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა.
“ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ქვეყანა ზაფხულობით ”სამ ვეშაპზე” დგას:
მაშველებზე.
მეხანძრეებზე.
ექიმებზე.
ჩვენ დავხეტიალობთ, დავბოდილობთ, ვაგდებთ ნამწვებს, უშნოდ ვათამაშებთ ხელში ასანთის ღერებს, მივირთმევთ ყველა გაურკვევლობას, რაც ჭრაჭუნა ქაღალდებშია თავმოწონებული…
ისინი კი – მაშველები, მეხანძრეები, ექიმები დაგვსდევენ და ჩვენს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის ფასად იღვწვიან! ისინი მუდმივად ”ჯარში არიან”, ფრონტის წინა ხაზზებზე, მუდამ მზადყოფნაში და ალალად და უსაყვედუროდ ცდილობენ, გამოასწორონ ჩვენს მიერ გაფუჭებული უამრავი რამ… ჩვენ კი, უმეტეს შემთხვევაში, მათი არც გვარ-სახელები ვიცით და ვერც სახეებზე ვიცნობთ, შემთხვევით ჩვენთან ერთად რომ იმგზავრონ მეტროს ვაგონით, ან თუნდაც, სამარშრუტოთი…
არადა, სწორედ მათ, ამ სამ ვეშაპს – მაშველებს, მეხანძრეებსა და ექიმებს ვაბარივართ მუდამ ჩვენ, დაუდევრები და ცეტები.
მიყვარან სამივენი! ქედს ვიხრი მათ წინაშე!
დაე, უფალმა მოუმართოთ ხელი და არ გამოულიოს ძალა დალოცვილ მარჯვენებში!“-წერს სოციალურ ქსელში ნანა გაგუა.