ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (07.08- 14.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში 12 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პირი, გარდაიცვალა რვა პაციენტი.