20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავების განლაგება გამჭრიახობით დაგაჯილდოებთ. სიტუაციას შორიდანვე გრძნობთ და შესანიშნავად ერგებით. სულ ერთია, მეგობრებთან ერთად გართობას ეხება თუ მტრებისთვის ხაფანგის დაგებას – თქვენი ნებისმიერი გეგმა კრეატიულობით გამოირჩევა. ვერძის წარმატება გარდაუვალია, ამიტომ ერთადერთი, რაც მის ოპონენტებს რჩებათ, არის მასთან დამეგობრებაა.

კურო

რთული დღე გელით და თავს სრულიად მოუმზადებლად გრძნობთ. თუ სიტუაცია სწრაფ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს, მაშინ თქვენი დაბნეულობა ძალიან არ დაგაზარალებთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს აქტიურობას უნდა მოერიდოთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსიამოვნებთ,

ტყუპები

მონდომების შემთხვევაში, ბევრის მიღწევა შეგიძლიათ! თუმცა, საეჭვოა, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდეთ. თუ გსურთ, რომ ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდეთ, საკმარისია საინტერესო საქმით დაკავდეთ ან ახალ იდეაზე იფიქროთ. ბოლოს და ბოლოს, იმ პიროვნების მოხიბვლა სცადეთ, რომელიც დიდი ხანია, გაინტერესებთ

კირჩხიბი

თუ ამ დღეს რამე საქმის ორგანიზება სცადეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ეს ეხება ნებისმიერ, თუნდაც მოსაწყენ და ოფიციალურ ღონისძიებას. დღეს თქვენს ინიციატივის გარშემო მყოფი ადამიანები ენთუზიაზმით შხვდებიან და თქვენს დავალებებს სიამოვნებით შეასრულებენ.

ლომი

ამ დღეს ლომი ისეთი მკაცრია, როგორც არასდროს. გარშემომყოფები თქვენს განწყობას შორიდანვე, სიტყვის უთქმელად გრძნობენ, რაც პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ. მენეჯმენტი თქვენს მცდელობას შენიშნავს და ღირსეულად დააფასებს.

ქალწული

უცნაური, მაგრამ ამ დღეს უცხო ენებისა და ქვეყნებისადმი ლტოლვას იგრძნობთ. შესაძლოა, მთელი დღე გაატაროთ ეკრანზე იმ ქვეყნების თვალიერებაში, რომლებიც არასოდეს გინახავთ. ეს მშვენიერი სტიმული იქნება შვებულების დასაგეგმად.

სასწორი

ამ დღეს დილიდან ემოციებით სავსე ხართ. გამორიცხული არ არის, რომ მრავალფეროვნება მოგინდეთ და საკუთარი თავი ერთდროულად რამდენიმე სფეროში გამოცადოთ. ახლა შეგიძლიათ ისიც გადაწყვიტოთ, საბოლოოდ რომელ საქმეს აირჩევთ.

მორიელი

შესაძლოა, მაცდური შეთავაზება მიიღოთ.რაც არ უნდა საეჭვოდ მოგეჩვენოთ, უარის თქმას მაინც ნუ იჩქარებთ, თორემ იმ შანსს დაკარგავთ, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია და გამჭრიახობა დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ ადამიანი, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

მშვილდოსანი

ახალი შეგრძნებები და მრავალფეროვნება გჭირდებათ. ეცადეთ სახლში რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ, რადგან ახლა თქვენთვის ოთხ კედელში ჯდომა ყველაზე ციხეში ყოფნას ჰგავს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – სასურველია, რომ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი დაგეგმოთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, საკუთარი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტი სიამოვნებს აღარ განიჭებთ და ხვდებით, რომ ცვლილებების დრო დადგა. დღეს რაღაცის შეძენა და დაკარგვა ერთნაირად მოსალოდნელია, თუმცა დღის ბოლოს კმაყოფილი იქნებით. შეგიძლიათ მომავლის დაგეგმვას შეუდგეთ. ოცნებების ნუ შეგეშინდებათ!

მერწყული

თავგადასავლების მაძიებელი ხართ. უბრალოდ, მრავალფეროვნება კი არა, ისეთი განცდები გჭირდებათ, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ. გირჩევთ, დროებით მუშაობის შესახებ დაივიწყოთ და საკონცერტო დარბაზები, თეატრები და გამოფენები შემოიაროთ.

თევზები

ამ დღეს საკუთარი ემოციების კონტროლი გიჭირთ. ამის გამო საკუთარი სურვილებისა და ფიქრების დამალვას ვერ ახერხებთ. ამიტომ ეცადეთ, დღეს დასვენებისთვის დრო გამონახოთ. სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა და მასაჟი.