12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან მაცდური შესაძლებლობა გაჩნდეს. ხელიდან ნუ გაუშვებთ, თორემ შემდეგ დიდხანს ინანებთ. შესაძლოა, ახალმა პროექტმა ძველი სამოქმედო გეგმის მიტოვება გაიძულოთ. თუ ხვდებით, რომ თქვენი ახალი ნაბიჯები ბევრად ეფექტური იქნება, შანსი უნდა გამოიყენოთ.

კურო

მშვენიერი შანსი გაქვთ, რომ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისთვის რაღაც ძალიან სასარგებლო გააკეთოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობების წყალობით წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა ისევ თქვენი სუსტი წერტილია. კონფლიქტს მხოლოდ მოთმინებისა და დიპლომატიის წყალობით აიცილებთ.

ტყუპები

გარემოებები საშუალებას არ მოგცემთ, რომ მოდუნდეთ და ის აკეთოთ, რაც გსურთ. გინდათ თუ არა, თამაშის ამ წესების მიღება მოგიწევთ. დღის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ თქვენი ტვინი ზედმიწევნით ზუსტად მუშაობს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს გთავაზობთ.

კირჩხიბი

კირჩხიბის ბედნიერება მის ხელში, უფრო სწორად, თავშია. ვარსკვლავებს სწამთ, რომ აზროვნების ძალით სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ. ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და რასაც მოისურვებთ, ყველაფერს აღწევთ. მთავარია, ნეგატიური აზრები არ გაივლოთ თავში.

ლომი

ლომს ორგანიზებისა და დისციპლინის მიმართულებით სირთულეები ელის – შეიძლება მოულოდნელად ცხოვრების ერთფეროვანი რიტმის შეცვლა მოგინდეთ. ნუ შეეწინააღმდეგებით სურვილს, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები მოიტანოს.

ქალწული

ყურადღების ერთ საკითხზე გამახვილება გიჭირთ, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო რამ ხდება. ახალი შთაბეჭდილებები, ადამიანები, იდეები, გეგმები, საქმეები თავბრუს გახვევთ. მზად ხართ ახალი იდეებისა და პროექტებისთვის თუ, რა თქმა უნდა, დღეს ნათქვამი ხვალ არ დაგავიწყდებათ.

სასწორი

შესანიშნავ საბრძოლო ფორმაში ხართ და ამას ის ადამიანებიც ხედავენ, ვისთან ბრძოლასაც აპირებთ. ამ დღეს გზიდან გადახვევას ვერავინ გაიძულებთ და სხვა ადამიანების აზრებს და ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებთ.

მორიელი

დღეს თქვენი გონება სტერეოტიპული აზროვნებისგან სრულიად თავისუფალია და დიდი ალბათობით, რაიმე ძალიან ღირებულ იდეას შექმნის. მთავარია ღირებული იდეები უსარგებლოებისგან გამოარჩიოთ. რაშიც, თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ, დაბნეულობა გელით.

მშვილდოსანი

ამ დღეს უპასუხო კითხვები წყობიდან გამოგიყვანთ და ხელს შეგიშლით ყურადღების მოკრეფაში. თუმცა, ამას თავისი უპირატესობებიც აქვს – შეიძლება საგნების და მოვლენების არსს უმცირეს წვრილმანებამდე ჩასწვდეთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ ეძებოთ გზა ადამიანების გონებისკენ. თქვენს ახალ იდეებსა და არასტანდარტულ მიდგომას ძალიან აფასებენ ადამიანები, ვის სიტყვასაც პატივს სცემთ. ეს ფინანსური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

საოჯახო მეურნეობის ან სახლის მოწყობასთან დაკავშირებით უამრავი იდეა გაქვთ, რომლებიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვენ. ვინაიდან ასეთი საქმეებს მარტო ვერავინ უმკლავდება, საკუთარი გეგმების განხორციელებაში ოჯახის წევრებიც უნდა ჩართოთ. მართალია, მათ თქვენი მბრძანებლური ტონი არ მოსწონთ, თუმცა მერწყული თავის გრანდიოზულ გეგმაში დარწმუნებულია და პრეტენზიებს ნაკლებად ითვალისწინებს.

თევზი

თევზების სახლში და სამუშაო მაგიდაზე საშინელი არეულობაა, მაგრამ ძალიანაც რომ მოინდომოთ, ამას ვერ გაუმკლავდებით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გელით, ხოლო თქვენ გარშემო არსებული ქაოსი მხოლოდ ამ პროცესის ანარეკლია. თუმცა სახლის დალაგება მაინც მოგიწევთ.